სუს-მა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბი პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

სუს-მა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბი პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2026-03-31 16:07:36+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს. დანაშაული სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.