პიტ ჰეგსეთი - ირანის ომის შემდეგი დღეები გადამწყვეტი იქნება, რაც ირანმა იცის და თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით - Palitra News

პიტ ჰეგსეთი - ირანის ომის შემდეგი დღეები გადამწყვეტი იქნება, რაც ირანმა იცის და თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით

2026-03-31 17:23:48+04:00

ირანის ომის შემდეგი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.

„მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლია სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სულ უფრო მეტი ვარიანტი გვაქვს, მათ კი ნაკლები. მხოლოდ ერთ თვეში ჩვენ დავადგინეთ პირობები, მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აშშ-ს ბევრად უფრო ურჩევნია შეთანხმებას მიაღწიონ.

„ის მიმდინარეობს. ის აქტიურია და ვფიქრობ, რომ ძლიერდება. ჩვენ ამას ვაფასებთ. როგორც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, ჩვენ ბევრად უფრო მეტად გვირჩევნია შეთანხმების მიღწევა, თუ ირანი მზად იქნება დათმოს ის მასალა და ამბიციები, რაც სრუტის გახსნასთან დაკავშირებით აქვს. ეს არის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე საჭიროა. აშშ-ს ბევრად უფრო მეტად ურჩევნია შეთანხმების დადება, მაგრამ მანამდე მოლაპარაკებას ბომბებით ვაწარმოებთ“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.