ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართვეოს შორის - რა განცხადებები ვრცელდება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან? - Palitra News

ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართვეოს შორის - რა განცხადებები ვრცელდება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან?

2026-03-31 20:21:40+04:00

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების თემა კვლავ აქტუალურია, ფონად კი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გავრცელებული კრიტიკული განცხადებები რჩება. ბოლო პერიოდში მიღებულ რეზოლუციებსა და განცხადებებში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის ნიშნებზე.მომდევნო ეტაპზე, ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, სადაც პოლიტიკურ დიალოგში დაბრუნებისა და ადამიანის უფლებების შემზღუდავი ნორმების გადახედვის საჭიროება იქნება ხაზგასმული.ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში არსებული ვითარება ვერ გაუმჯობესდება და გამოსავლად პოლიტიკურ ცვლილებას საჭიროებს. მმართველ პარტიაში კი ევროპელი აქტორების კრიტიკას არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ პრობლემას გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ არჩევნების შედეგების მიუღებლობა ქმნის, რაც, მათი შეფასებით, დემოკრატიულ პროცესებს აფერხებს.