ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებული სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს სახელმწიფოს შეკითხვები გაუგზავნა. ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
საქმე ეხება საია-სა და მედია ორგანიზაციების ერთობლივ საჩივარს, რომელიც აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ მომზადდა. ორგანიზაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლო უკვე გადავიდა საქმის არსებით განხილვაზე, რაც პროცესის მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევა.