ევროსაბჭოს კონგრესი 50-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვას დღეს იწყებს. დღის წესრიგის თანახმად, სხდომაზე იმ დოკუმენტს განიხილავენ, რომელიც ფაქტების დამდგენმა მისიამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადა, ხოლო საბოლოოდ რეზოლუციის პროექტსაც კენჭს უყრიან.
რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკურ დიალოგის აღდგენას, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გადახედვასა და გენდერული კვოტების დაბრუნებას.
მმართველ პარტიაში ამ პოზიციებს კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტს არ გადახედავენ და მსგავსი შეფასებები მათთვის მიუღებელია - ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპარლამენტართა ნაწილს საკუთარი პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებს დაუპირისპირდა და ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა იზოლაციის რისკის წინაშე აღმოჩნდება.