როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს

2026-04-01 09:48:01+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბარი პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ამ საკითხზე პოზიციები მკვეთრად იყოფა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის.

ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ემსახურება და ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს საუბარი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

ოპოზიცია განსხვავებულ შეფასებას აკეთებს და ვარაუდობს, რომ საუბარი ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა, ხოლო ხელისუფლება ცდილობს, აღნიშნული კომუნიკაცია ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშნად წარმოაჩინოს.