საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით გაიმართა მოქალაქეთა საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით - „ერთად მოვიპოვეთ, ერთად დავიცავთ დამოუკიდებლობას!“.
მსვლელობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განმარტებით, ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საერთო სახალხო რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს უკავშირდება.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფო დროშები და მსვლელობისას სხვადასხვა პატრიოტულ მოწოდებებს აჟღერებდნენ, მათ შორის დამოუკიდებლობის მხარდაჭერასა და ზვიად გამსახურდიას მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ.
გეგმის მიხედვით, აქციის მონაწილეები მთაწმინდის პანთეონში მივიდნენ, სადაც პირველ პრეზიდენტს პატივს მიაგეს, რის შემდეგაც კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.