კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა - Palitra News

კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა

2026-04-01 11:36:50+04:00

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, „უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება“.

„ტრამვაის ხაზთან დაკავშირებით გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც დასრულდა 31 მარტს. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოება ძალიან ელოდება ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ეტაპობრივად ყველაფერს გეტყვით, რა ეტაპზე ვიმყოფებით.