საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი პოლიტიკურ განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა - მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებულია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს კომუნიკაცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენას ხელს უწყობს და ამ პროცესს აჩქარებს. ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ საუბარი ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა და ხელისუფლება ცდილობს, ეს ფაქტი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების ნიშნად წარმოაჩინოს. კიდევ რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები აღნიშნულ თემაზე.