„ოპოზიციური ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს და 4 ძირითად მიზანს ასახელებს. როგორც თავად განმარტავენ, გეგმავენ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის შესუსტებას, შიშის ფაქტორის დაძლევას და პროტესტის პოლიტიკურ პროცესად გარდაქმნას. კამპანიაში ჩართული 9 ოპოზიციური გაერთიანება მომდევნო 2 თვეში აქტიურ მუშაობას გეგმავს, ხოლო კულმინაციად 26 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია სახელდება. მმართველ გუნდში ამ გეგმას უპერსპექტივოდ მიიჩნევენ და მას დაძაბულობის გაზრდის მცდელობად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივას კრიტიკა თავად ოპოზიციის ნაწილისგანაც მოჰყვა. როგორია ხელისუფლების ოპონენტთა გეგმები და რას ამბობენ ამ საკითხზე „ქართულ ოცნებაში“.