The Telegraph - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს - Palitra News

The Telegraph - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს

2026-04-01 14:23:51+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატო-დან გაყვანას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ მის ომში არ ჩაერთო, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ალიანსიდან გასვლა „გადახედვას არ ექვემდებარება“.

„დიახ, ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას არ ექვემდებარება. ნატო-მ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი“ იყვნენ და პუტინმაც, სხვათა შორის, ეს იცის“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა The Telegraph-ს.