დონალდ ტრამპი - გაერთიანებულ სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალებიც კი არ ჰყავს - სტარმერს მხოლოდ ძვირადღირებული ქარის წისქვილები სურს, რომლებიც ელექტროენერგიის ფასებს ძალიან მაღლა აწევს - Palitra News

დონალდ ტრამპი - გაერთიანებულ სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალებიც კი არ ჰყავს - სტარმერს მხოლოდ ძვირადღირებული ქარის წისქვილები სურს, რომლებიც ელექტროენერგიის ფასებს ძალიან მაღლა აწევს

2026-04-01 14:32:23+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრი კირ სტარმერი ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალები ამ ამოცანისთვის მზად არ არის.

„სამხედრო-საზღვაო ძალებიც კი არ გყავთ. ძალიან მოძველებულები ხართ და გყავდათ ავიამზიდები, რომლებიც არ მუშაობდნენ“, - განაცხადა ტრამპმა ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებზე საუბრისას.

კითხვაზე, უნდა დახარჯოს თუ არა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა უფრო მეტი ქვეყნის თავდაცვაზე, ვიდრე ახლა ხარჯავს ტრამპმა უპასუხა: „არ ვაპირებ ვუთხრა მას, რა გააკეთოს“.

„შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს. არ აქვს მნიშვნელობა. სტარმერს მხოლოდ ძვირადღირებული ქარის წისქვილები სურს, რომლებიც ელექტროენერგიის ფასებს ძალიან მაღლა აწევს“, - აღნიშნა ტრამპმა.