პოლიტიკური დიალოგის განახლება, პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის გაზრდა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და საარჩევნო კოდექსში პრობლემური ცვლილებების გაუქმება - ამ რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროსაბჭოს კონგრესი გასცემს. დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ განიხილავენ ანგარიშს, რომელიც სწორედ აღნიშნულ პუნქტებს მოიცავს. პოლიტიკური დიალოგის კონტექტსში ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრებისა და რეპრესიული კანონების მიღების ფონზე დიალოგისთვის სივრცე არ არსებობს. ოპონენტებთან კომუნიკაციისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს "ქართული ოცნებაც" და აცხადებს, რომ ოპოზიციამ ჯერ "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია უნდა აღიაროს.