ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენის მიხედვით, მათ 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აწ უკვე მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ, ვინაიდან 7 თვეა, რაც პატიმრობაში იმყოფებიან. რის გათვალისწინებით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება და აპირებს თუ არა დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას?