დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციებმა „რეჟიმის ცვლილება“ განაპირობა და მხარეებს შორის დიპლომატიური მოლაპარაკება უკვე შესაძლებელია - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციებმა „რეჟიმის ცვლილება“ განაპირობა და მხარეებს შორის დიპლომატიური მოლაპარაკება უკვე შესაძლებელია

2026-04-01 16:06:46+04:00

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელისა და ირანის სამხედრო კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. ისრაელის სამხედრო ძალები მასშტაბურ საჰაერო დარტყმებს ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის თეირანში ენერგეტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განაგრძობს. საპასუხოდ კი ირანი ისრაელსა და რეგიონში ამერიკულ ობიექტებს რაკეტებითა და დრონებით უტევს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციებმა „რეჟიმის ცვლილება“ განაპირობა და მხარეებს შორის დიპლომატიური მოლაპარაკება უკვე შესაძლებელია. ირანის ლიდერები კი მკაცრ პოზიციას ინარჩუნებენ. ამის ფონზე საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.