ევროსაბჭოს კონგრესში დაგეგმილ განხილვამდე, საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა - Palitra News

ევროსაბჭოს კონგრესში დაგეგმილ განხილვამდე, საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა

2026-04-01 20:02:37+04:00

ევროსაბჭოს კონგრესში დაგეგმილ განხილვამდე, საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა. საუბარია, ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებზე, როგორიცაა: გრანტების შესახებ კანონი; სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები და სხვ. საბჭო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვად აფასებს მმართველი გუნდის მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. ექსპერტთა საბჭო მიიჩნევს, რომ კანონების მიღებით დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ გავლენას მოახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებზე. ანგარიშის განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს კონგრესშივე დაგეგმილია დებატებიც.. რა გზავნილები გაჟღერდება კონგრესში და რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას" ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებებზე?!