სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა. საჩივარში საია დავობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად კანონის ამერიკულ ანალოგად მოხსენიებისა, ქართულ ვარიანტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ ფარასთან კავშირი არ აქვს.. საიაში მიაჩნიათ, რომ ე.წ ფარას სახელით ცნობილი კანონი არღვევს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების თუ მედიის გაჩუმებას. მმართველი გუნდი, სარჩელის საპასუხოდ, არგუმენტების წარმოდგენით აპირებს დაამტკიცოს, რომ გამჭვირვალობაში ანტიკონსტიტუციური არაფერია და რომ კანონის ერთადერთი მიზანი - უცხოური ჩარევების პრევენციაა.