აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის განახლება, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება - ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის სატელეგონო საუბარი სწორედ აღნიშნულ საკითხებს შეეხო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახლა ქართული ოცნება ცდილობს სატელეფონო საუბრით ურთიერთობების გადატვირთვის ილუზია შექმნას, ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ლიდერებს შორის დიალოგი ორ ქვეყანას შორის სტარტეგიული თანამშრომლობის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი იმპულსია. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ორ სახელმწიფოს შორის, პირველ პოლიტიკურ კომუნიკაციას?!