საქართველოს სახალხო დამცველმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი, მათ შორის, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. ომბუდსმენი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიღარიბეს ასახელებს. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 379 957 ბავშვი ირიცხება, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. ერთ-ერთი ასპექტი, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარებაა. ომბუდსმენი დოკუმენტში აღნიშნავს, რომ 2025 წელს გაზრდილია პატიმართა პროცენტული წილი. რაც გაუარესებულ მაჩვენებლად შეფასდა. ანგარიშის თანახმად, დაკავებულთა რიცხვის ზრდამ, საპატიმროებში სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები წარმოშვა. ვიდრე ანგარიშს პარლამენტში განიხილავენ, იქამდე საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება.