ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საქართველოს შესახებ რეკომენდაციების მიღების შემდეგ განცხადებას ავრცელებს- განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილობრიცი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, კონგრესი მწუხარებას გამოთქვამს, რადგან ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი სუბიექტები და ორგანიზაციები დაპატიმრების რისკის ქვეშ არიან. აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციური პარტიები აფასებენ და მიიჩნევენ რომ ევროსაბჭოსგან კრიტიკული განცხადების მოლოდინი ისედაც არსებობდა, ამის მიზეზად ხელისუფლების ოპოენენტები მმართველი პარტიის მიერ ბოლოდროინდელი კანონპროექტების მიღებას და ოპიენენტების მიმართ გატარებულ რეპრესიებს ასახელებენ.