გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

2026-04-02 09:24:28+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ამოღებულია ფიჭვისა და „წითელი ნუსხით“ დაცული მუხის სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ფიცარი და ხე-მასალა. ნფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.