ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ მილიარდზე მეტ ევროს გადასცემს. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხა უკრაინას უახლოეს მომავალში გადაეცემა და ეს მეოთხე მსგავსი ტრანში იქნება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაყინული რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან გამომუშავებული მოგება რუსეთს არ ეკუთვნის და, ევროკომისიის შემოთავაზების შესაბამისად, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება. ევროკომისიის განცხადებით, შემოსავლების 95 პროცენტი გამოყენებული იქნება უკრაინის მხარდასაჭერად უკრაინის სესხების თანამშრომლობის მექანიზმის მეშვეობით, ხოლო 5 პროცენტი – ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით. ევროკავშირმა მესამე ტრანში უკრაინას 2025 წლის აგვისტოში გადასცა.