ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ერევნის ევროკავშირთან თანამშრომლობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგება - Palitra News

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ერევნის ევროკავშირთან თანამშრომლობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგება

2026-04-02 09:26:28+04:00

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ერევნის ევროკავშირთან თანამშრომლობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებების შემდეგ სომხეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა.თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა შეხვედრასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდად უყურებს სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას.თუმცა პუტინმა აღნიშნა, რომ ერევანი ერთდროულად ორ ეკონომიკურ კავშირში, ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ყოფნას ვერ შეძლებს, რადგან ეს ეკონომიკური მიზეზების გამო შეუძლებელია.