შვეიცარიაში შესასვლელად საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. გადაწყვეტილება, რომელიც ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო, ხვალიდან ამოქმედდება და 12 თვის განმვალობაში ძალაში დარჩება. „გადაწყვეტილების მიღება შვეიცარიას შენგენის კანონმდებლობით ევალება. ეს ნაბიჯი გულისხმობს ქვეყანაში შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას. გარდა ამისა, შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია. ეს არ ეხება საქართველოს რიგით მოქალაქეებს," - წერია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.