ევროსასამართლოში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი დავა იწყება - რა უნდა დაადგინოს ევროსასამართლომ - Palitra News

ევროსასამართლოში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი დავა იწყება - რა უნდა დაადგინოს ევროსასამართლომ

2026-04-02 12:42:52+04:00

ევროსასამართლოში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი დავა იწყება სტრასბურგმა უნდა დაადგინოს, უქმნის თუ არა საფრთხეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ე.წ ფარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სარჩელს უკვე მიენიჭა მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი. საქმე ეხება იმ კანონმდებლობას, რომელიც პარლამენტმა მმართველი გუნდის ხმებით დაამტკიცა. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ ე.წ ფარა ოპონენეტების მისამართით რეპრესიების გასატარებლად მიიღო, მათივე თქმით არასამთავრობო ორგანიზაციებს და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების ხმა ევროტრიბუნალზე არაერთხელ გაჟღერდება,სარჩელის განხილვა კი მათივე თქმით მმართველი პარტიის მარცხით დასრულდება.