ლევან იოსელიანი - აქციის მონაწილეების დაზიანებები იყო ძალიან მაღალი ხარისხის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიდან არავინ არის დასჯილი - Palitra News

ლევან იოსელიანი - აქციის მონაწილეების დაზიანებები იყო ძალიან მაღალი ხარისხის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიდან არავინ არის დასჯილი

2026-04-02 12:43:43+04:00

აქციის მონაწილეების დაზიანებები იყო ძალიან მაღალი ხარისხის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიდან არავინ არის დასჯილი - ასეთი რაღაცები ვერ უძლებს დროის გამოცდას, აუცილებლად მოვა სხვა ხელისუფლება და მოუწევთ პასუხისგება - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა მას შემდეგ რაც ომბუდსმენის აპარატმა 2025 წლის ანგარიშში გამოაქვეყმა. აღნიშნული საკითხის გარდა დოკუმენტში საუბარია ფსიქიატრიული დაწესებულებების ამორტიზებულ ინფრასტრუქტურასა და პრობლებურ სანიტარულ-ჰიგიენურ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილებულია პენიტრნციურ დაწესებულებებზეც. ანგარიშში ნათქვამია, რომ „დაწესებულებებში არსებული პატიმრობის პირობები არ შეესაბამება „ნორმალიზაციის პრინციპს“ და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მოხდას სათანადო პირობებში“. რაც შეეხება შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელებს, სახალხო დამცველის შეფასებით ისინი არაპროპორციულია სამართალდამცავების შეურაცხყოფის კრიმინალიზება კი ქმნის ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ ნორმის არასწორი გამოყენების რისკს. რა რეკომენდაციებს გასცემს ომბუდსმენი?