კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს - ფიზიკურად გაუსწორდა და მას მძიმე დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.