NASA-ს Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარისკენ გაეშვა. NASA-მ მთვარის გარშემო ისტორიულ მისიაზე ასტრონავტები გაგზავნა. Artemis II-ის 322 ფუტის სიმაღლის რაკეტა, რომელსაც Orion-ის ეკიპაჟის კაფსულა აქვს დამაგრებული, ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა. მისია იქნება პირველი ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც ასტრონავტები კვლავ მიუახლოვდებიან მთვარეს. აღინიშნება, რომ შესაძლოა, მისიამ გადააჭარბოს „აპოლოს“ პროგრამის მიერ დამყარებულ მანძილის რეკორდსაც და ადამიანები დედამიწიდან ყველაზე შორს მიიყვანოს - მანძილზე, სადაც ადამიანი ჯერ არასდროს ყოფილა. ეკიპაჟი ოთხი ასტრონავტისგან შედგება. Artemis II-ის ეკიპაჟი მომდევნო დააზლოებით, 23 საათის განმავლობაში დედამიწის ორბიტაზე ყოფნისას Orion-ის ყველა სისტემას შეამოწმებს. ეკიპაჟის წევრები ასევე გადაანაწილებენ კაფსულის შიდა ნაწილებს, რათა მომდევნო 10 დღის განმავლობაში მეტი სივრცე ჰქონდეთ საცხოვრებლად და სამუშაოდ.