დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი დასასრულს უახლოვდება - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი დასასრულს უახლოვდება

2026-04-02 12:50:29+04:00

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელისა და ირანის შორის სამხედრო ესკალაცია კვლავ გრძელდება — მხარეები საჰაერო, სარაკეტო და საზღვაო ოპერაციებს ერთმანეთის სტრატეგიულ ობიექტებზე აგრძელებენ.ვაშინგტონი აქტიურად საუბრობს დიპლომატიური მოლაპარაკებებით კონფლიქტის დასრულებაზე. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი დასასრულს უახლოვდება. ისრაელი კი სამხედრო ოპერაციების დასრულებას არ გეგმავს,სანამ ირანის სამხედრო პოტენციალი სრულად არ დასუსტდება. ამ ფონზე, თეირანი დათმობებზე წასვლას არ აპირებს და მოლაპარაკებების შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი პირობების გათვალისწინებით განიხილავს.ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებაში ჩაერთნენ ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებები— მათ შორის იემენელი ჰუსიტები და რეგიონში მოქმედი სხვა პროირანული ძალები. რა განცხადებებს აკეთებ კონფლიქტში მყოფი მხარეების ლიდერები და როგორ მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტი ლაკო ვარშანიძისგან შევიტყობთ.