2 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2026 წლის იანვარ-თებერვალში კომერციულმა ბანკებმა 549 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს. სებ-ის სტატისტიკით, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 87.5 მლნ ლარით, ანუ 19%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 2 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი ეს ორი თვე „ვი-თი-ბი ბანკისთვის” აღმოჩნდა. ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 88% ტრადიციულად მხოლოდ 2 ბანკზე მოდის. „საქართველოს ბანკის“ მოგება ორ თვეში 279 მილიონ ლარზე მეტი იყო, ხოლო თიბისიმ დაახლოებით 203 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.