დონალდ ტუსკი ტრამპის განცხადებაზე - ნატო-ს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება, ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა - ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს - Palitra News

დონალდ ტუსკი ტრამპის განცხადებაზე - ნატო-ს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება, ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა - ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს

2026-04-02 15:18:19+04:00

ნატო-ს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა - ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ნატოს დაშლის საფრთხე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქება, მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა და ორბანის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სესხის დაბლოკვა - ეს ყველაფერი პუტინის საოცნებო გეგმას ჰგავს“, - წერს ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს.

„დიახ, ვიტყოდი, რომ ეს (ალიანსიდან გასვლა) გადახედვას არ ექვემდებარება. ნატო-მ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი“ იყვნენ და პუტინმაც, სხვათა შორის, ეს იცის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.