სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდევს კითხვები გასცეს ევროპული სასამართლოს შეკითხვებს მათ შორის, წარმოადგენს თუ არა კანონით დადგენილი პერსონალური მონაცემების წარდგენის ვალდებულება ჩარევას ფიზიკური პირების უფლებებში? აქვს თუ არა ორგანიზაციების „უცხოური პრინციპალის აგენტად“ მოხსენიებას სტიგმატიზაციის ეფექტი და არის თუ არა კანონის დარღვევისთვის დაწესებული სანქციები ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული? "ქართული ოცნება" პასუხების გაგზავნას ივლისის ბოლომდე აპირებს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ექნებათ საკუთარი არგუმენტები თუ უნდა დავიცვათ გამჭვირვალობა და სუვერენიტეტი უცხო ქვეყნების ჩარევისგან. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს იქნება სახელმწიფოს მორიგი გამარჯვება საერთაშორისო სასამართლოებში. რას დავობს საია, რა კითხვები აქვს ევროსასამართლოს და როგორი პოზიცია აქვს ხელისუფლებას?