ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი აცხადებს, რომ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. მიზეზებად სახელდება დემოკრატიული უკუსვლა, ერთპარტიული გავლენა და ოპოზიციაზე ზეწოლა. კრიტიკა ეხება 2025 წლის არჩევნებსაც, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა. კონგრესი ხელისუფლებას მოუწოდებს, აღადგინოს პოლიტიკური დიალოგი და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. აპირებს თუ არა ხელისუფლება ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებას?