როგორია საქართველო-აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივა, ვის რა მოლოდინი აქვს საკითხზე - Palitra News

როგორია საქართველო-აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივა, ვის რა მოლოდინი აქვს საკითხზე

2026-04-02 15:52:49+04:00

საქართველოს ხელისუფლება კვლავ მზაობას გამოხატავს აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. „ქართული ოცნება“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თაობაზე სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს აპრილის თვეში აანონსებს. ინფორმაცია გუშინ დედაქალაქის მერმა კალა კალაძემ ერთ-ერთ მედიაში სტუმრობისას გაავრცელა. კალა კალაძეს დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრები შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასა და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას. როგორია საქართველო-აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივა, ვის რა მოლოდინი აქვს საკითხზე?