„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მიუსაფარი ცხოველების გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს - Palitra News

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მიუსაფარი ცხოველების გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს

2026-04-02 15:57:53+04:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს. ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მიუსაფარი ცხოველების კონტროლი ჰუმანური მეთოდებით უნდა განხორციელდეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აზრით, უნდა გაუქმდეს ცხოველების უკან დაბრუნების ამკრძალავი გამონაკლისები, ასევე არაჰუმანური მეთოდებით სხვა ქალაქებში გადაყვანის ნაცვლად, ცხოველთა ვაქცინაცია ადგილობრივად უნდა განახორციელონ სამსახურებმა, ისე როგორც ეს პრაქტიკაში ხორციელდებოდა.