თუ ნატო-ს მიმართ თქვენს ერთგულებას ყოველდღიურად ეჭვქვეშ აყენებთ, მაშინ მის არსს ძირს უთხრით, - ასე ეხმაურებასაფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს.
„მიმაჩნია, რომ ორგანიზაციები და ალიანსები, როგორიც ნატოა, იმით განისაზღვრება, რაც მათ შესახებ არ ითქმის და იმ ნდობით, რაც მათ საფუძველს წარმოადგენს. ეს ასეა, სამხედრო და სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარები მუდმივად არ უნდა აკეთონ.
„სერიოზულები უნდა ვიყოთ და თუ გსურთ, რომ სერიოზული იყოთ, მაშინ იმის საპირისპირო რამეს არ უნდა ამბობდეთ, რაც გუშინ თქვით. ვფიქრობ, ამის შესახებ ზედმეტი საუბარია“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს.
„დიახ, ვიტყოდი, რომ ეს (ალიანსიდან გასვლა) გადახედვას არ ექვემდებარება. ნატო-მ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი“ იყვნენ და პუტინმაც, სხვათა შორის, ეს იცის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.