მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.
ამასთანავე, შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე.
ასევე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.