შვეიცარია საქართველოს დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზას აწესებს. შვეიცარიაში შესასვლელად საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნა შემოდის და ძალაში 1 წლით შევა. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს მიიღო და ახალი წესები სწორედ დღეიდან ამოქმედდება. ცვლილება შენგენის კანონმდებლობის მოთხოვნებს უკავშირდება და გულისხმობს ქვეყანაში შესვლისა და ვიზების გაცემის წესების კორექტირებას. ამავდროულად, შეჩერდა საქართველოსთან ვიზების გამარტივების შეთანხმების რამდენიმე მუხლი. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა რიგით მოქალაქეებს არ ეხება. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები და განსხვავებული პოზიციები გამოიკვეთა. რას ამბობენ ამ თემაზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები?