ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების განახლებას აანონსებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ახალი ეტაპიდან იგეგმება და ამ მიზნით აპრილში სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები გაიმართება. ინფორმაცია დედაქალაქის მერმა გაავრცელა, თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა. მისივე თქმით, საუბარი შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინია როგორც პოლიტიკურ, ისე ექსპერტულ წრეებში. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ დიალოგის განახლება ურთიერთობების გაუმჯობესების შანსს აჩენს. ამავდროულად, ხელისუფლების ოპონენტები დადებითი შედეგის მიღწევას სკეპტიკურად უყურებენ.