სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო - Palitra News

სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

2026-04-02 20:22:04+04:00

სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმე ეხება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სარჩელს, რომელიც კანონის შესაბამისობას ადამიანის უფლებებთან ამოწმებს.სასამართლო სწავლობს, არღვევს თუ არა მონაცემების წარდგენის ვალდებულება პირად ცხოვრებას, აქვს თუ არა „უცხოური აგენტის“ სტატუსს სტიგმატიზაციის ეფექტი და რამდენად პროპორციულია სანქციები.საქართველოს ხელისუფლება პასუხების გაგზავნას ივლისის ბოლომდე გეგმავს და საკუთარ პოზიციას გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის დაცვის არგუმენტებით ასაბუთებს.სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონი ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს დამოუკიდებელ სექტორს.