ბოლო დღეებია, საქართველოში მიუსაფარი ძაღლების საკითხი მწვავე განხილვის თემად იქცა. ცხოველთა დამცველების განცხადებით, სხვადასხვა ქალაქში ძაღლების მასობრივად გაყვანა მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას, მათი ადგილსამყოფლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდება. აქტივისტების განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ მოქალაქეები ინფორმირებული არ არიან თავიანთი მიკედლებული ცხოველების შესახებ, რაც მათი თქმით, აჩენს ეჭვს, რომ პროცესი გამჭვირვალე არ არის და რომ შესაძლოა ცხოველები უკან აღარ ბრუნდებოდეს. უფლებადამცელები მიუთითებენ ჰუმანური სტანდარტების დარღვევაზე. როგორც ამბობენ, აუცილებელია, ცხოველთა ადგილობრივი ვაქცინაცია და მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება. შესაბამისი სამსახურები ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა საზოგადოების ნაწილი დამატებით განმარტებებსა და კონტროლს ითხოვს.