ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურეობრივის პასპორტის მქონე პირებს შეეხებათ დღეიდან ძალაში შედის - Palitra News

ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურეობრივის პასპორტის მქონე პირებს შეეხებათ დღეიდან ძალაში შედის

2026-04-03 09:29:58+04:00

ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურეობრივის პასპორტის მქონე პირებს შეეხებათ დღეიდან ძალაში შედის. ზემოხსენებულ პირებს ვიზის გარეშე გადაადგილება აღარ შეეძლებათ. გადაწყვეტილება ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება. როგორც განცხადებაშია, აღნიშნული, შეჩერებულია შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლიც. შეზღუდვა არ შეეხებათ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ამ შესაძლებლობის დაკარგვა საქართველოს პოლიტიკური კურსის შედეგია. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, აღნიშნული ფაქტები დასტურია რომ ქართული ოცნების ნაბიჯები ქვეყნის საგარეო კურსისთვის დამაზიანებელი შედეგის მომტანი იქნება.