ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორის, გია მარღანიას, 65 წლის იუბილე აღინიშნა - Palitra News

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორის, გია მარღანიას, 65 წლის იუბილე აღინიშნა

2026-04-03 10:21:06+04:00

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორის, გია მარღანიას, 65 წლის იუბილე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით თეატრმა მაყურებლის წინაშე შექსპირის ცნობილი ტრაგედიის, "ოტელოს" ახლებური ადაპტაცია კიდევ ერთხელ წარადგინა. გია მარღანიასა და დიმიტრი ხვთისიაშვილის თანარეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში თოჯინებთან ერთად თავად მსახიობებიც მონაწილეობენ. ვიზუალური გაფორმებისთვის კი პეტრე ოცხელის ესკიზების საფუძველზე დამზადებული თოჯინები და დეკორაციებია გამოყენებული. მეტ დეტალს სპექტაკლის შესახებ ელენე ჩოხელის სიუჟეტიდან შევიტყობთ.