დღეიდან შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპეტრში - Palitra News

დღეიდან შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპეტრში

2026-04-03 12:23:34+04:00

დღეიდან შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელიც ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვები ქართული სახელმწიფოს მიმართ, მიუღებელ დამოკიდებულებას აჩვენებს და აშკარა ორმაგი სტანდარტია. ოპოზიციაში კი მიღებული გადაწყეტილება არ უკვირთ.