ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა - Palitra News

ე.წ. უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა

2026-04-03 12:26:18+04:00

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ, ე.წ. უდოს კომისიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა. გამოცემა ბათუმელების ცნობით, საბჭომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას იცავენ.