საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს - Palitra News

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

2026-04-03 12:26:44+04:00

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სხდომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით ტარდება.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ ეს არის წმინდა სინოდის პირველი სხდომა, სადაც 39 მღვდელმთავარი მსჯელობს, მათ შორის საორგანიზაციო საკითხებთან მიმართებით.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, სინოდის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. 3 კანდიდატი კი, მისი თქმით, შემდეგ სინოდზე გამოცხადდება.

საქართველოს კათოლიკის პატრიარქი ილია მეორე, 17 მარტს გარდაიცვალა. ის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.