შალვა პაპუაშვილი - ამორალურია, როცა ევროკავშირი ფიქრობს, რომ ვიზის საკითხი დასჯის ინსტრუმენტია, ვიზა რომ იარაღად აქციეს, ცივილიზაციურ კრიზისს აჩვენებს - არავის პრობლემა არ აქვს, მივდივართ ვიზით, რაც მთავარია, ჩვენ ყველას უვიზოდ ვიღებთ, ჩამოვიდნენ და თავის თვალით ნახონ ჩვენი ქვეყანა - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ამორალურია, როცა ევროკავშირი ფიქრობს, რომ ვიზის საკითხი დასჯის ინსტრუმენტია, ვიზა რომ იარაღად აქციეს, ცივილიზაციურ კრიზისს აჩვენებს - არავის პრობლემა არ აქვს, მივდივართ ვიზით, რაც მთავარია, ჩვენ ყველას უვიზოდ ვიღებთ, ჩამოვიდნენ და თავის თვალით ნახონ ჩვენი ქვეყანა

2026-04-03 15:31:54+04:00

დღეიდან შვეიცარიაში შესასვლელად ქართული დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1-ელ აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელიც ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება და იგი საქართველოს სხვა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვები ქართული სახელმწიფოს მიმართ, მიუღებელ დამოკიდებულებას აჩვენებს და აშკარა ორმაგი სტანდარტია. ოპოზიციაში კი მიღებული გადაწყეტილება არ უკვირთ.