საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უკვე 3 საათია მიმდინარეობს. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ ეს წმინდა სინოდის პირველი სხდომაა, სადაც 39 მღვდელმთავარი საორგანიზაციო საკითხებთან მიმართებით მსჯელობს. საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწვევით ტარდება. სინოდის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. 3 კანდიდატი კი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შემდეგ სინოდზე გამოცხადდება.