შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.