„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში: ავტორი სამუშაო პროცესსა და ხელისუფლების პროტესტზე საუბრობს - Palitra News

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში: ავტორი სამუშაო პროცესსა და ხელისუფლების პროტესტზე საუბრობს

2026-04-03 20:40:24+04:00

შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ განსაკუთრებით მტრულია, - ამის შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ანგარიშის შემმუშავებლის შეფასებით, მისი რეკომენდაციების ნაწილი ოფიციალურმა თბილისმა განსაკუთრებით მკაცრად მიიღო. ამავე დროს, ის განმარტავს, რომ დოკუმენტზე მუშაობისას დამოუკიდებლად მოქმედებდა და არანაირი პოლიტიკური დავალება არ მიუღია.მისივე თქმით, ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მომზადდა და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესებისთვის, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა. ასევე აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესი შეზღუდულ ვადებში მიმდინარეობდა, რის გამოც ინტენსიურ რეჟიმში უწევდა მუშაობა. რაზე საუბრობს ანგარიშის ავტორი და როგორ გამოეხმაურნენ მას ქართველი პოლიტიკოსები?